Languages:

This site is created using Wikimapia data. Wikimapia is an open-content collaborative map project contributed by volunteers around the world. It contains information about 32844133 places and counting. Learn more about Wikimapia and cityguides.

სენაკი

სენაკი (მეგრ. სანაკი) - ქალაქი საქართველოში, სენაკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, 1933-1976 წლებში მიხა ცხაკაია ერქვა, 1976-1989 — ცხაკაია. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ტეხურის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 28 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს. მოსახლეობა 8,6 ათასი (2002 წ.). სენაკში არის ხალიჩების და ჩაის ფაბრიკები, კვების მრეწველობის საწარმოები, ასევე სხვადასხვა პროფილის სკოლები, ბიბლიოთეკები, კულტურის სახლი, თეატრი, მ.ცხაკაიას სახლ-მუზეუმი. ქალაქის ცენტრალურ პარკში დაკრძალული არიან პოეტი გ. ჭალადიდელი და სსრკ გმირი ა. წურწუმია. სენაკთან ახლოს მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტი მენჯი. სენაკში არის ფოთის ეპარქიის რეზიდენცია.

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/სენაკი
სენაკი on the map.

Recent city photos:

უფრო მეტი ფოტო...